ფეხბურთი

15:21 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაკაბაძე “ხიმნასტიკში” ჩაირიცხა

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი მცველი ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ტრანსფერი კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ოთარმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ ტარაგონულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია თამაშობს. “ხიმნასტიკი”, რომელიც ლა ლიგა 2-ში გამოდის (ლიგა ადელანტეს ახალი სახელი), ახლოს იყო ლა ლიგაში გადასვლასთან, თუმცა ფლეი-ოფში დამარცხდა.

0.122133