“სან ანტონიო სპურსი” უახლოეს პერიოდში ლატვიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ დევის ბერტანსს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.
2011 წლის დრაფტზე ბერტანსი “ინდიანა პეისერსმა” 42-ე ნომრად აირჩია, თუმცა, მოგვიანებით ლატვიელზე უფლებები ტეხასელებს გადასცა.
გასულ სეზონში 23 წლის დევისი ესპანურ “ლაბორალ კუჩაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი იყო, ევროლიგის 15 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 7.9 ქულა (47.4% სამქულიანის ხაზიდან), 1.9 მოხსნა გახლდათ. ესპანეთის ჩემპიონატში ბერტანსი საშუალოდ 8.5 ქულას და 3.0 მოხსნას აგროვებდა.