“ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის მამა ხორხე მესი ლონდონის “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს შეხვდა. The Sun-ის ინფორმაციით, შეხვედრა რუსი მილიარდერის მდიდრულ იახტაზე Eclipse-ზე გაიმართა.
როგორც ცნობილია, ლიონელი და ხორხე ესპანურმა სასამართლომ გადასახადების დამალვის ბრალდებით გაასამართლა და 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მართალია ესპანური კანონმდებლობის მიხედვით 2 წელზე ნაკლები სასჯელი პატიმრობაში ყოფნას არ ითვალისწინებს, თუმცა ინგლისური გამოცემები ასკვნიან, რომ მესის მომხდარის გათვალისწინებით გარემოს შეცვლა სურს და “ბარსელონას” დატოვებას აპირებს, ამგვარ შანსს კი რომან აბრამოვიჩი ხელიდან არ გაუშვებს.