კალათბურთი

14:11 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნენე “ჰიუსტონში” გადავიდა

33 წლის ბრაზილიელი ცენტრი ნენე ჰილარიო “ჰიუსტონში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნენემ ტეხასურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ბრაზილიელი 2.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

გასულ სეზონში ნენე “ვაშინგტონის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.2 ქულას და 4.5 მოხსნას აგროვებდა.

0.116612