ფეხბურთი

11:48 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ბანეგა წარადგინა

არგენტინის ნაკრებისა და “სევილიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ევერ ბანეგა, უკვე ოფიციალურად მილანის “ინტერის” წევრია. აღნიშნული ტრანსფერი დიდი ხანია რაც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ იტალიური გრანდის ვებგვერდმა ახლა დაადასტურა. 28 წლის ნახევარმცველი “ნერაძურიმ” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, კონტრაქტი კი ძალაში 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება.

“ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩემით “ინტერი” გახლდათ დაინტერესებული. ამაზე კარგ არჩევანს ახლა ვერ გავაკეთებდი. მინდა, მილანში რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ახლა ჩვენ ევროპა ლიგაზე მოგვიწევს თამაში, სადაც არაერთხელ მიასპარეზია, საინტერესო ტურნირია”, - თქვა ბანეგამ წარდგენისას.

ევერ ბანეგა ბოლო ორი წლის განმავლობაში “სევილიას” ღირსებას იცავდა და ორჯერვე შეძლო ევროპა ლიგის მოგება. ბანეგას არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში აქამდე 47 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.

0.113265