ფეხბურთი

0:03 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეგიონთა თასის” მწვრთნელთა გადამზადების კურსები

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “რეგიონთა თასის” მწვრთნელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს, რომელსაც ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი კიმ პაულსენი უძღვება.

გუშინ, ტრენინგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

ლევან კობიაშვილმა “რეგიონთა თასის” მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მწვრთნელებს კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

“ძალიან სასიხარულოა, რომ მიმდინარეობს “რეგიონთა თასი”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფიფას მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ტურნირის მთავარი მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში მივცეთ ბავშვებს საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და არცერთი ბავშვი არ დარჩეს ყურადღების გარეშე” - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა

“მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ მწვრთნელებთან მუშაობა, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხიდან არიან. მე ვხედავ მათ სურვილს, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, რაც ძალიან სასიხარულოა” - განაცხადა ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორმა კიმ პაულსენმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ “ბასაზე” რეგიონთა თასის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს თბილისისა და ქვემო ქართლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა.

www.gff.ge

0.152108