ფეხბურთი

23:36 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" იმედად

გორის "დილა" 7 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ჩაატარებს. უჩა სოსიაშვილის გუნდმა სომხურ "შირაქს" შინ 1:0 აჯობა ირაკლი მოდებაძის გოლით, ხუთშაბათს 17:00 საათზე კი გიუმრის სტადიონზე ელის თამაში.
"დილამ" გიუმრის სტადიონზე ივარჯიშა და სოსიაშვილმა პრეკონფერენციაც გამართა.
"სომხეთში პირველად ვარ და პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია. პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა აქ რთული თამაში გველის და შანსებს თანაბრად შევაფასებდი. გორში ორივე გუნდმა შემტევი სტილი აირჩია, პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ და მეორე ნახევარში უკვე კონტრშეტევაზე ვთამაშობდით. გვქონდა კიდევ ორი-სამი მომენტი. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც პირველ მატჩში გვყავდა, ახლაც სრული დატვირთვით ემზადებიან".
მსაჯებს რაც შეეხება, ლიტველები იქნებიან: მთავარი მსაჯი იქნება სერგეუს სლივა.
"დილა" თუ გავა, მეორე ეტაპზე, ალბათ, სლოვაკურ ტრნავას "სპარტაკს" შეხვდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში 3:0 სძლია მალტის "ჰიბერნიანსს". იმედია, ერთი ქართული გუნდი მაინც გავა მეორე ეტაპზე. "სამტრედიისგან" განსხვავებით, "დილას" კარგი შანსი აქვს.

პირველი მატჩი
“დილა” (გორი) – “შირაქი” (გიუმრი) 1:0 (1:0)
დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ნონიკაშვილი (ქათამაძე 89), რაზმაძე, დოლიძე, წიქარიძე (კიკაბიძე 68), ერისთავი (საბაძე 79), მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
შირაქი: აივაზოვი, დარბინიანი, მიქაელიანი, ა.ოვანესიანი, რ.ოვანესიანი (დიარასუბა 58), უდო, კაბა, ოვსეპიანი, აკობიანი (ბრუ 78), სტოშკოვიჩი, კვაკუ (მურადიანი 87)
მწვრთნელი: ვარდან ბიხანჩიანი
გოლები: 1:0 მოდებაძე (36)
გაფრთხილება: კაბა (12), ღონღაძე (23), წიქარიძე (38), სამხარაძე (40), აკობიანი (44), კვაკუ (80), რაზმაძე (88), რ.ოვანესიანი (90+6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113873