ფეხბურთი

18:07 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებში სიმეონეს მიწვევა უნდათ

არგენტინის ეროვნული ნაკრები შესაძლოა დიეგო სიმეონემ ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა “ასი” ავრცელებს. წყაროს ცნობით, აფა-ს (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია) სიმეონეს მიწვევა სურს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ “ელ ჩოლოს” “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიუხედავად ამისა, სიმეონეს კანდიდატურა მაინც რეალური ჩანს, რადგან “ასის” ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ დიეგომ არგენტინელთა შეთავაზების შემთხვევაში კლუბთან ხელშეკრულება ნაადრევად გაწყვიტოს.

არგენტინის ნაკრები მეორე დღეა უმწვრთნელოდაა, რადგან ტატა მარტინომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ ნაკრები უკვე დატოვა. სიმეონეს კი “ატლეტიკოში” არნახული შედეგები აქვს. მას ფეხბურთელობისას “ალბისელესტეს” ღირსება 106 მატჩში დაუცავს და მეტოქეები 11-ჯერ დაამწუხრა.

0.119409