კალათბურთი

21:53 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკი” კუზმინსკასს შეუთანხმდა

“ნიუ იორკ ნიქსმა” ლიტვის ნაკრების 26 წლის ფორვარდ მინდაუგას კუზმინსკასთან ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

საინტერესოა, რომ კუზმინსკასმა მცირე ხნის წინ ხელშეკრულება თურქულ “დარუშაფაკასთან” გააფორმა, თუმცა, იმ პუნქტით ისარგებლა, რომლის თანახმადაც ნბა-ს კლუბის შეთავაზების შემთხვევაში, გუნდიდან წასვლა შეეძლო.

კუზმინსკასმა ბოლო 3 წელი ესპანურ “უნიკახაში” გაატარა (საშუალოდ 12.0 ქულა, 3.4 მოხსნა, 1.0 პასი), მანამდე კი, ამდენივე ხნის განმავლობაში კაუნასის “ჟალგირისის” ღირსებას იცავდა.

0.113305