კალათბურთი

21:27 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის ახალი კალენდარი

ევროლიგამ 2016-17 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნა. განახლებული ფორმატის თანახმად, ტურნირის 16 მონაწილე ორწრიანი შეჯიბრის განმავლობაში, მეტოქეებთან ორ-ორ მატჩს ჩაატარებს.

ევროლიგის მოქმედი გამარჯვებული მოსკოვის ცსკა ტიტულის დაცვას 13 ოქტომბერს სტამბოლის “გალათასარაისთან” საგარეო შეხვედრით გახსნის, მომდევნო დღეს კი, “უნიკსი” ყაზანში ესპანურ “ბარსელონას” მიიღებს.

განრიგის მიხედვით, ყოველ გუნდს ხუთკვირიანი პერიოდის განმავლობაში ერთხელ, ოთხ დღეში 2 მატჩის ჩატარება მოუწევს, ერთის – შინ და ერთისაც – სტუმრად.

პირველობის 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა. მეოთხედფინალები სამ მოგებამდე გაგრძელდება, საუკეთესოები კი “ოთხთა ფინალში” გავლენ. რეგულარული ჩემპოიონატის დასკვნითი 30-ე ტური 6-7 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მომდევნო გათამაშებაში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:

“ანადოლუ ეფესი”, “დარუშაფაკა”, “გალათასარაი”, “ფემერბაჰჩე” (ყველა – თურქეთი), “პანათინაიკოსი”, “ოლიმპიაკოსი” (ორივე – საბერძნეთი), “ბროზე ბამბერგი” (გერმანია), “ემპორიო არმანი მილანო” (იტალია), “ლაბორალ კუჩა”, “რეალი”, “ბარსელონა” (ყველა – ესპანეთი), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “მაკაბი თ-ა” (ისრაელი), “უნიკსი”, ცსკა (ორივე – რუსეთი), “ჟალგირისი” (ლიტვა).

თეგებიევროლიგა
0.112901