კალათბურთი

20:33 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ლის “გოლდენ სტეიტში” დაბრუნება სურს

“გოლდენ სტეიტის” კიდევ ერთი ახალწვეული, შესაძლოა, დევიდ ლი გახდეს. ამერიკელმა კალათბურთელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, აღნიშნული ტრანსფერის სურვილი თავად გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, “უორიორსთან” კონტრაქტი ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გააფორმა, ლიმ კი, გასული სეზონი “გოლდენ სტეიტში” დაიწყო და სწორედ ფაჩულიას “დალას მავერიქსში” დაასრულა.

ახლა, შესაძლოა, დევიდი ზაზას თანაგუნდელი ახალ გუნდშიც გახდეს. ცნობისთვის, ლი 33 წლის გახლავთ და მძიმე ფორვარდის და ცენტრის პოზიციაზე თამაში შეუძლია.

თეგებიდევიდ ლი
0.122016