ფეხბურთი

19:45 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" ტომკინსში 10 მილიონი გადაიხადა

აწ უკვე "ვესტ ჰემის" ყოფილი მცველი ჯეიმს ტომკინსი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში "კრისტალ პალასის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ინგლისელის სანაცვლოდ "ჩაქუჩებმა" 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

"ვესტ ჰემის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავს. ფეხბურთელს ლონდონელების რიგებში 243 მატჩი ჩაუტარებია და გულშემატკივრები 11-ჯერ გაახარა.

0.112901