ფეხბურთი

16:40 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სუონსიმ" ფერი გაიფორმა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და აწ უკვე "ქუინს პარკ რეინჯერსის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ლეროი ფერი კარიერას "სუონსიში" გააგრძელებს. როგორც "გედების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა.

"ფეიენოორდის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ქპრ-ს გასულ სეზონში უელსულ კლუბში განათხოვრებული ჰყავდა. ჰოლანდიელმა 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და როგორც ჩანს "სუონსი" ფერის სამსახურით კმაყოფილი დარჩა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

0.111501