ესპანურმა სასამართლომ “ბარსელონას” ფორვარდს ლიონელ მესის და მის მამას ხორხე მესის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ფეხბურთელს, მამასთან ერთად, გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი და მათ სასამართლოს წინაშე წარდგომა მიმდინარე წლის ივნისში მოუწიათ, განაჩენი კი ახლა გამოცხადდა. საუბარია 2007, 2008 და 2009 წლებში მესის საიმიჯო უფლებების გამოყენებისთვის მიღებულ თანხებზე. ბრალდების თანახმად, მესიმ და მამამისმა საგადასახადო სამსახურს 4,1 მილიონი ევრო დაუმალეს.
marca-ს ინფორმაციით, განაჩენი სასჯელის უპირობოდ საპატიმრო დაწესებულებაში მოხდას არ ითვალისწინებს.