ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
გორგოძემ მე-7 ნომრად განთესილ ავსტრიელ ბარბარა ჰაასს 7:5, 6:1 სძლია, მომდევნო წრეში კი ბულგარელების – სესილ კარატანჩევას და ელიცა კოსტოვას შორის უმჯობესს შეხვდება.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ასევე მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც უნგრელ ელენა ბუკტას და სლოვაკ ვივიენ იუჰაშოვას გაეჯიბრებიან.