35 წლის მძიმე ფორვარდი, თავისუფალი აგენტი დევიდ უესტი რამდენიმე დღეში “გოლდენ სტეიტთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რაშიც კალათბურთელი 1.55 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
უესტი გასულ სეზონში “სან ანტონიოს” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.1 ქულას და 4 მოხსნას აკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტმა” ზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი დაიმატა.