ფეხბურთი

23:03 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" ევროპა ლიგას მარცხით დაემშვიდობა

უყურადღებობა და ზედმეტი თავდაჯერებულობა – საჩხერის “ჩიხურმა” უეფას ევროპა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობა. ერთი კვირის წინ, ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საჩხერის “ჩიხურმა” კიშინიოვის “ზიმბრუს” სტუმრად ანგარიშითაც აჯობა და თამაშითაც. შესაბამისად, შინ დამარცხდა – 2:3.

არადა, სოსო ფრუიძის შიგირდებმა მოლდოვაში მართლაც გამართული ფეხბურთი ითამაშეს და ძნელად სავარაუდო იყო, რომ მეორე ეტაპზე ვერ გავიდნენ. ზესტაფონში, მატჩი დაგვიანებით დაიწყო, რადგან კოკისპირული წვიმა მოვიდა და მოედნის საფარი თითქმის მთლიანად დაიტბორა. მატჩის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაწყება და საჩეხერელთა გოლი ერთი იყო. საბა ლობჟანიძის აქტიურობას მოჰყვა ყველაფერი, გოლი კი, გიორგი ივანიშვილმა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. “ჩიხურამ” ორმატჩიან დუელში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ალბათ, სწორედ ამან იქონია დიდი ზეგავლენა იმაზე, რაც მოხდა. იმერლებმა გამარჯვების ნაადრევად ირწმუნეს და დაისაჯნენ კიდეც. მაშინ სხვას რას უნდა დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა ორჯერ წაიყვანეს ანგარიში, სტუმრადაც მოგებული ჰქონდათ და მაინც გავარდნენ?!

სწორედ მოდუნების შედეგი იყო ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებული გოლიც: მსაჯის მესამე კომპესირებული წუთი მიმდინარეობდა, როცა მცველებს ჩაეძინათ და ბრაზილიელმა ემერსონმა ახლო მანძილიდან ივარგა. თითქოს ეს განგაშის სიგნალი უნდა ყოფილიყო “ჩიხურასთვის” და გამოდგა კიდეც ნაწილობრივ – მეორე ნახევარი ამ გუნდმა აქტიურად დაიწყო და 55-ე წუთზე ლევან კაკუბავამ მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა – 2:1. აი, აქ კი, “ჩიხურას” მატჩის სადავეები არ უნდა გაქცეოდა, თუმცა, “ზიმბრუმ” 5 წუთში აღადგინა კიდევ ერთხელ წონასწორობა.

2:2-ზეც ფრუიძის გუნდი მომდევნო ეტაპზე გადიოდა, მაგრამ ისევ მსაჯის დამატებულ მესამე წუთზე დაცვა ჩავარდა, მოლდოველებს დარტყმის საშუალება არაერთხელ მისცეს და ემერსონმაც “ჩიხურას” კარში ბოლო, მომაკვდინებელი ლურსმანი ჩააჭედა...

ცუდია, რომ პირველი მატჩების მერე ყველაზე იმედიანად, რომელმა გუნდმაც განგვაწყო, ის დაემშვიდობა ევროპულ ასპარეზს. ღოგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზედმეტი თავდაჯერებულობა და უყურადღებოდა აღმოჩნდა ალბათ ყველაზე დამღუპველი...

“ჩიხურა” – “ზიმბრუ” 2:3 (1:1)

ორი მატჩის ჯამში: 3:3 – “ზიმბრუ” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”

“ჩიხურა” (4-4-1-1): ჰამზიჩი; რეხვიაშვილი, კაკუბავა, კაშია; გრიგალაშვილი, ივანიშვილი, დობროლოვსკი, კორიფაძე, ჩიკვაიძე; ლობჟანიძე (დეკანოიძე 78), ტატანაშვილი (მუმლაძე 90)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“ზიმბრუ” (4-4-1-1): რუსუ; იარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო; ფორტესი (ბურგიუ 88), კულიბალი (ლიმა 39), ერიკი (ზაგაევსკი 80), სპანტარუ; ალექს ბრუნო, დამასკანი

მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45+3), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 იარდანი (61), 2:3 ემერსონი (90+3)

გაფრთხილება: კაკუბავა (14), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), დობროლოვსკი (90) - ალექს ბრუნო (13), ემერსონი (17), ლუანი (26), იალო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 12 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124749