ბათუმში მიმდინარეობს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმის მერიის თასი-2016”. საერთო ჯამში ტურნირი 9 კატეგორიაში ტარდება A OPEN, B OPEN, C OPEN, U-8 გოგონები-ჭაბუკები, U-10 გოგონები-ჭაბუკები, U-12 გოგონები-ჭაბუკები.
4 ტურის შემდეგ ძირითად A OPEN-ს 3.5 ქულით სამი მონაწილე ლიდერობს: დავიდ პარავიანი (რუსეთი, 2511), ალექსანდრ ზუბოვი (უკრაინა, 2614) და დავით ბენიძე (საქართველო, 2475).
ისიც ვთქვათ, რომ ასპარეზობის საპრიზო ფონდი 43 650 ლარს შეადგენს.