ფეხბურთი

21:33 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი საქართველოშია

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე „რეგიონთა თასის” მწვრთნელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს. საქართველოში ვიზიტით იმყოფება ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი კიმ პოულსენი. სპეციალური კურსები მწვრთნელებისათვის ორშაბათს, 4 ივლისს დაიწყო და 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

6 ივლისს, 17:30 სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ტრენინგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრება. კურსის ეს ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენელთათვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიმართება „რეგიონთა თასის“ კიდევ ერთი მატჩი. ამჯერად, ბასაზე თბილისის გუნდი ქვემო ქართლის გუნდს დაუპირისპირდება.

„რეგიონთა თასი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას ისახავს მიზნად. ტურნირში მონაწილეობას იღებენ 13-წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელები ქვეყნის ყველა რეგიონიდან.

სფფ-ის პრესსამსახური

0.118969