ჩოგბურთი

15:07 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ, რომელსაც იტალიურ ტურინში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნია, პირველი გამარჯვება იზეიმა.

შაფათავამ მასპინძელი მარტინა ტრევისანი 6:4, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში კიდევ ერთ იტალიელს ეთამაშება. ის ნასტასია ბარნეტი გახლავთ, რომელმაც თანამემამულე ფედერიკა არჩიდიაკონოს 6:2, 6:4 მოუგო.

წყვილთა შეჯიბრიში შაფათავას და იტალიელ ალის მატეუჩის პირველი განთესვა გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.107252