საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალურ მცველს სოლომონ კვირკველიას ყაზანის “რუბინიდან” წასვლა უნდა და მისი პრიორიტეტი იტალიური და გერმანული კლუბებია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ქართველი ფეხბურთელის აგენტის, რევაზ ჩელებაძის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
“ამ დროისთვის კონკრეტული წინადადება არ გვაქვს, თუმცა სოლომონს “რუბინიდან” წასვლა და უკეთეს გუნდში თამაში სურს. თუკი რუსეთიდან იქნება შემოთავაზება, მხოლოდ “ზენიტს” და “სპარტაკს” განვიხილავთ, ისე კი პრიორიტეტი იტალიური და გერმანული კლუბებია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ “რუბინი” კვირკველიას ტრანსფერის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს - 10 მილიონ ევროს. შესაძლოა ამის გამოც იკავებენ თავს კლუბები” - ამბობს ჩელებაძე.
სოლომონ კვირკველიამ გასულ სეზონში რუსულ პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.