რა არ უნახავს ბრაზილიის დიდებულ სტადიონ “მარაკანას. ცრემლებიცა და სიხარულიც, ზეიმიცა და დიდებული მატჩებიც. ერთხელ ისეც კი მოხდა რომ ბევრი ხალხისგან გამოწვეულ ზანზარს “მარაკანას” ტრიბუნამ უბრალოდ ვერ გაუძლო, ჩამოინგრა და საზარელი ამბავი დატრიალდა.
მაგრამ, ასეთი მრავლისმნახველი სტადიონის ისტორიაშიც კი ჭეშმარიტი სიახლეა ის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში “მარაკანაზე” უცნობილესი ბრაზილიელი მოდელი, ადრიანა ლიმა სპეციალურ შოუს გამართავს და ამ ღონისძიებაში აღებული თანხებით გაჭირვებულ თანამემამულეებს დაეხმარება.
საქველმოქმედო წამოწყება თავის მხრივ რასაკვირველია დიდად კეთილშობილური საქმეა და ამაში ადრიანასთვის ხელის შეშლა აბა როგორ იქნება? მაგრამ, საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი მოდელი საიდუმლოდ ინახავს, კონკრეტულად რა მოხდება მის მოფიქრებულ შოუში და მთელი ინტრიგაც ამაშია. მოდი და ნუ წახვალ ასეთი ქალი როდესაც შოუზე გიხმობს...







