ფეხბურთი

22:55 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" კიევის "დინამოსთან" 0:2 წააგო

თბილისის "დინამომ" ავსტრიაში საკონტროლო მატჩი გამართა კიევის 'დინამოსთან" და 0:2 წააგო. ობიექტურად, საქართველოს ჩემპიონი უკრაინის ჩემპიონზე სუსტია და თამაშიდან გამომდინარეც, შედეგი ლოგიკური იყო.

იურაი იარაბეკმა ამ ეტაპზე არსებული ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თუმცა პოზიციურად იყო გადანაცვლებები. ბულგარელი ველევი მარჯვენა მცველი გახლდათ, ხოლო უჩა ლობჟანიძე დაცვის ცენტრში ალეკო ამისულაშვილს შეუწყვილდა.

კიეველთაგან ყველაზე აქტიური იყო ანდრეი იარმოლენკო, რომელიც უკრაინის ნაკრებშიც კი ერთ-ერთი საუკეთესოა. ანგარიშიც მან გახსნა, როცა ახლოდან დაამატა მოგერიებულ ბურთს. შეცდა ფრანგი მეკარე სკრიბე, ანდრიევსკის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა და იარმოლენკომაც ასე დაამატა.

მეორე გოლი კი მორაესმა შეაგდო, რომელიც მხოლოდ 5 წუთის შესული იყო მოედანზე. მან ტეოდორჩიკის პასი გამოიყენა.

მომენტები ქართველებსაც ჰქონდათ, თუმცა ბევრი არა. მაგალითად, 1:0-ზე გიორგი ქვილითაიას უნდა გაეტანა მეკარის შეცდომის შემდეგ.

დინამო (კიევი) - დინამო (თბილისი) 2:0

დინამო კიევი: რიბკა (ბუშანი 46), მაკარენკო (ანტუნეში 63), ოჩიგავა, ლუკიანჩუკი (ხაჩერიდი 63), კორზუნი, რიბალკა (ფედორჩუკი 46), სიდორჩუკი (ბულსკი 46), ანდრიევსკი (გარმაში 40; მორაესი 71)), იარმოლენკო (მიაკუშკო 46), ბესედინი (გრომოვი 63), გლადკი (ტეოდირჩიკი 46).

დინამო თბილისი: სკრიბე, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, სპიშიჩი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯირაური, ჭანტურიშვილი, კურიე, ქვილითაია.

სათადარიგოები: ლომაია, ტევზაძე, ჭელიძე, რენე, კირკიტაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, ალვარო, გელაშვილი, ვოლკოვი, მიქელთაძე.

გოლები: 1:0 იარმოლენკო (21), 2:0 მორაესი (76).

0.11479