ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა მადრიდის “რეალმა” “სერო პორტენიოს” შემტევი ნახევარმცველი სერხიო დიასი გაიფორმა. ამის შესახებ 18 წლის პარაგვაელმა ფეხბურთელმა თავად აცნობა საზოგადოებას საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან. “სამეფო კლუბს” ნიჭიერი სამხრეთამერიკელის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდა.
სერხიო დიასმა “სერო პორტენიოში” ბოლო სამი წლის განმავლობაში 62 შეხვერდა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 15 გოლის გატანაც მოახერხა. მას პარაგვაის ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, ხოლო ამჟამად 21-წლამდელთა რიგებში ირჯება, სადაც 4 მატჩში თავი ორჯერ აქვს გამოჩენილი.