ჩოგბურთი

1:09 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ძირითად ბადეშია, ქვაცაბაია კვალიფიკაციაში დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ 100-ათასიან ტურნირში ძალებს 2 ქართველი ჩოგბურთელი – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია სცდის.

გორგოძე პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის წრეში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელ აგნეშ ბუკტას ეთამაშება.

აი, ქვაცაბაია კი მიზნის მიღწევას საკვალიფიკაციო ბადიდან ცდილობდა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. მე-5 განთესვის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა უნგრელ ადრიენ ნაგის 6:3, 6:2 მოუგო, მე-4 რეიტინგით მოასპარეზე იტალიელ მარტინა დი ჯუზეპესთან კი 4:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელებს – ადრიენ ნაგის და ტიმეა ვისონტაის 6:4, 6:0 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

0.11876