ჩოგბურთი

16:11 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ უიმბლდონზე პირველი გამარჯვება იზეიმა

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის გოგონათა ტურნირის მე-2 წრეში გასვლა მოახერხა. საინტერესოა, რომ მარიამმა თამაში ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო და უკვე სამ მეტოქეს გასცდა.

ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ბადეში განთესილთა შორისაც არ ყოფილა. მან ჩინელი მა შუიუე 6:3, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი ავსტრალიელ დესტანე აიავას 6:3, 3:6, 6:4 მოუგო.

ძირითად ბადეში ბოლქვაძის მოწინააღმდეგე მასპინძელთა ერთ-ერთი იმედი – 17 წლის კეტი სვონი გახლდათ. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი “უაილდ ქარდით” უიმბლდონის ქალთა ტურნირშიც იყო დაშვებული, თუმცა, საწყის მატჩში უნგრელ ტიმეა ბაბოშთან 2:6, 3:6 წააგო.

ბოლქვაძის და სვონის მატჩში ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკით 6:5 დაწინაურდა, როდესაც მე-12 განთესვის მქონე ბრიტანელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მარიამმა შემდეგ რაუნდში გააღწია.

1/6-ფინალში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ ინდოელი კარმან ტანდი დადგება, რომელმაც პარაგვაელ ლარა ესკაურიზას 7:6 (7:1), 7:5 სძლია. ცნობისთვის, ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 486-ე ადგილზეა, ტანდი კი კლასიფიკაციაში საერთოდ არ ფიგურირებს.

0.116088