ამად წარსულისა, ქალი ცნობილი და ჩოგნის განივად მქნევი, ქალი მრავლისმნახველი და ქალი დიდისა ილაჯისა მქონე, ხმობილი ანნა კურნიკოვად, მთელს ქუეყანას ურუსთა და ხალხსა მრავალსა სიხარულად ყოფდა, ოდეს თეთრითა საწმერულითა დადგებოდა კორტტსა ზედა.
ტიტულნი მისნი და გამარჯვებანი ვერ იყო ძლევამოსილ და შთამბეჭდავ. მაგრამ, ფიქრნი მამრთა ამა სამყაროისა, გარნა შეხედავდნენ გამარჯვებებსა და ჩოგნის კოხტად ქნევასა მისსა, არამედ, ოდენ ანნას გავანი და მკერდნი უთამაშებათ თვალწინ - საკმარი იყო ესე, ფიქრისად დარდიანისად.
და ახლა, ოდეს ანაას ხიბლმან ჩაირა ვითარცა მატარებელმან ფოთი-თბილისისამან, მაინც გთქოთ სათქმელი კაეშნისა და გადავფურცლოთ წარსული ჩვენი, რამეთუ წარსული არს შემქმნელი აწმყოისი და რომ არა ანნას გავის ქნევანი, არაა იქნებოდა მრავლისა ინტერესი მეჩოგნეთა მიმართ.