ფეხბურთი

21:56 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ არ ჩერდება – ამჯერად ბელგიის ნაკრების წევრი

ბელგიის ნაკრების მარჯვენა მცველი ტომას მუნიე ამიერიდან საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ პარიზული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. “ბრიუგეს” ექსფეხბურთელი “პარკ დე პრენსზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ამაყი ვარ იმით, რომ პსჟ-ში ჩემი ტრანსფერი გაოფიციალურდა. ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევა იწყება”, - განაცხადა მუნიემ.

24 წლის მცველი აქამდე “ბრიუგეში” იყო და შარშან ჩემპიონიც გახდა. მან ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ღირსება 4 მატჩში დაიცვა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. აღსანიშნავია, რომ მუნიეს მიმართ ინტერესს იტალიური “ნაპოლიც” იჩენდა. ტომას მუნიე პსჟ-ს მესამე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ჰატემ ბენ არფასა და გჟეგოჟ კრიხოვიაკის შემდეგ.

0.117249