ფეხბურთი

17:32 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუს დროს ატირებული ბარძალი: "ცოტა ხანში ეს ნაკრები არავის ემახსოვრება" (+VIDEO)

იტალიის ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი ანდრეა ბარძალი გერმანიასთან დრამატული მარცხსი შემდეგ ცრემლებს ინტერვიუს დროსაც ვერ იკავებდა. 35 წლის ფეხბურთელმა ტელეკომპანია “რაის” განუცხადა, რომ იტალიის დღევანდელი ნაკრები მალე დავიწყებას მიეცემა და მხოლოდ იმედგაცრუება დარჩება.

“ჩვენ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ერთადერთი, რაც დაგვრჩა – მარცხია. წლები რომ გავა, ეს შესანიშნავი ნაკრები არავის ემახსოვრება და მხოლოდ იმედგაცრუება მივიღეთ. საშინელებაა ტურნირს ასე, რომ დავემშვიდობეთ, ბიჭებს გვინდოდა, რომ ჩვენი ოცნება გაგრძელებულიყო და ისევ ერთად დავრჩენილიყავით საფრანგეთში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ”, - თქვა ატირებულმა ბარძალიმ.

ანდრეა ბარძალიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დააანონსა. “იუვენტუსის” ვეტერანი მცველი “სკუადრა აძურას” რიგებში 2004-2016 წლებში ასპარეზობდა და მოედანზე 61-ჯერ გავიდა. გოლი არ გაუტანია და ყვითელი ბარათი მიუხედავად პოზიციისა, მხოლოდ ოთხჯერ მიიღო. იგი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამასთან, დღეს “გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა ბარძალის გადარწმუნებას ეცდება.

0.110802