ფეხბურთი

21:16 | 3.07.2016 | ნანახია 2756 - ჯერ

ვან პერსი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ფრეერბაჰჩეს" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი შესაძლოა პრემიერლიგაში სათამაშოდ დაბრუნდეს. როგორც The Sun-ი იუწყება, 31 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" იჩენენ.

აღნიშნულ კლუბებს მიში ბატშუაის შეძენა სურდათ, თუმცა გეგმები წყალში ჩაეყარათ. ჯერჯერობით უცნობია ლონდონის "არსენალის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ინგლისში დაბრუნებაზე რა აზრისაა. მას შემდეგ რაც ფეხბურთელი თურქეთში გადავიდა, ჰოლანდიის ნაკრებში ადგილი დაკარგა.

გასულ სეზონში თურქულ გუნდში ვან პერსიმ 48 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:54 | 04.07.2016
federer (17) (15576)

რას მიდიოდა თორე დაბრუნება სულ არაა მოულედნელი ამბავიიი

0.131877