მოჭადრაკე ქალთა შორის დღეს დაიწყო გრან-პრის გათამაშების მეოთხე ეტაპი, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში 12 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილიც არიან. გრან-პრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე, ქალთა შორის საქართველოს N1 მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ამ ეტაპზე არ თამაშობს.
გთავაზობთ ტურნირის მონაწილეთა სიას:
1.ჟუვენჟუნი (ჩინეთი; 2578)
2.ჰამპიკონერუ (ინდოეთი; 2575)
3.ანამუზიჩუკი (უკრაინა; 2545)
4.მარიამუზიჩუკი (უკრაინა; 2545)
5.ჰარიკადრონოვალი (ინდოეთი; 2526)
6.ანტუანეტასტეფანოვა (ბულგარეთი; 2512)
7.ჟაოქსიუ (ჩინეთი; 2510)
8.ტანჟონგი (ჩინეთი; 2495)
9.ლელაჯავახიშვილი (საქართველო;2487)
10.პიაკრამლინგი (შვედეთი;2463)
11.ბელახოტენაშვილი (საქართველო;2452)
12.ოლგაგირია (რუსეთი; 2444)
ასპარეზობა ერთ წრედ 11 ტურად ტარდება. პირველ ტურში ჯავახიშვილმა და ხოტენაშვილმა ყაიმი გააკეთეს, რომლებიც შესაბამისად ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ჟუ ვენჟუნსა და ჰამპი კონერუს შეხვდნენ.
ამ ტურში ერთადერთი გამარჯვება დრონოვალმა მოიპოვა, რომელმაც მასპინძელთა წარმომადგენელი ჟონგი დაამარცხა. ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ დრონოვალი ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ჟონგი გამოკვეთილი აუტსაიდერი. დანარჩენი მოჭადრაკეები 2-11 ადგილებს ინაწილებენ.
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები :
სტეფანოვა-მ.მუზიჩუკი 0,5:0,5
ხოტენაშვილი -კონერუ 0,5:0,5
ჟაო ქსიუ -ა. მუზიჩუკი 0,5:0,5
გირია-კრამლინგი 0,5:0,5
ჟონგი-დრონოვალი 0:1
ჯავახიშვილი-ვენჟუნი 0,5:0,5
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:
მ.მუზიჩუკი-ვენჟუნი
დრონოვალი-ჯავახიშვილი
კრამლინგი-ჟონგი
ა.მუზიჩუკი-გირია
კონერუ-ჟაო ქსიუ
სტეფანოვა-ხოტენაშვილი