ფეხბურთი

23:25 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" მატიპი გაიფორმა

კამერუნის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "შალკეს" ყოფილი მცველი ჟოელ მატიპი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი "მერსისაიდელებმა" ოფიციალურად დაადასტურეს. ჯერ კიდევ თებერვალში უკვე ცნობილი იყო, რომ ზაფხულში აფრიკელი ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა.

მატიპი გერმანული კლუბის აკადემიაში ვარჯიშობდა და მთავარ გუნდში 2009 წელს გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 259 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევრო გახლავთ.

0.122385