ძნელი სათქმელია, ვისი გამოყოფა სჯობს - პოულის მფლობელი ლუის ჰამილტონის, რომელმაც შარშანდელივით მოიგო ავსტრიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია, პასკალ ვერლაინის, რომელმაც „მენორი“ მისთვის აქამდე მიუღწეველ, მე-12 ადგილამდე აიყვანა, ნიკო ჰულკენბერგის, რომელსაც წამზომზე ნულები რომ დაეწერა, ცხრილის სათავეში ეკავა ადგილი, თუ ჯენსონ ბატონის, რომელმაც „მაკლარენი“ მოწინaვეთა შორის დააბრუნა. მართალია, იღბალმაც შეუწყო ამაში ხელი, მაგრამ ის ხომ მხოლოდ ძლიერებს ეხმარება ხოლმე...
უფრო იმის აღნიშვნა ღირს, რომ დღეს კვალიფიკაციაში გამარჯვების შანსი, მესამე ნაწილში მოასპარეზე ათივე პილოტს ჰქონდა! ეს კი ისევ წვიმამ განაპირობა. თუმცა სანამ გაწვიმდებოდა, ასპარეზობას პირველი უიღბლო - დანილ კვიატი რბოლის პირველივე ნაწილში გამოეთიშა. მისი „ტორო როსოს“ უკანა საკიდარმა იმ ძლიერ ვიბრაციას ვერ გაუძლო, რომელსაც სამფენიანი კერბები იწვევდა. მარჯვენ უკან საკიდარი მოულოდნლად ჩატყდა და მანქანა უმალ უმართავი გახდა. რბოლა შეჩერდა და შედეგების გაუმჯობესებისთვის დრო პრაქტიკულად აღარ დარჩა.
უნდა ითქვას, რომ კვიატამდე მსგავსი პრობლემა სერხიო პერესსაც შეექმნა, თუმცა მექსიკლემა მაინც შეძლო კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლა. ოღონდ იქ ვეღარ იასპარეზა, რადგან მექანიკოსებმა მანქანის შეკეთება ვერ მოასწრეს.
ვერლაინი ალბათ მე-12 დროს ვერ შესწვდებოდა, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში პერესს და კარლოს საინსს რომ დროები დაეფიქსირებინათ. ამას ისიც დაემატა, რომ ფინიშამდე გაწვიმდა და პილოტებმა დროების გაუმჯობესება ვეღარ მოასწრეს.
უიღბლოთა შორის აღმოჩნდა ფერნანდო ალონსო, რომელსაც რბოლის მეორე ნაწილში, თავიდან რატომღაც ნახმარი საბურავები დაუყენეს. მეორე ცდის საშუალება კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ამინდმა არ მისცა. ესპანელს არ გაუმართლა, თუმცა ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ იყო, როცა ძლიერებს უმართლებთ...
კვალიფიკაციის მესამე ნაწილის დასაწყისში უკვე აღარ წვიმდა და ტრასაც მალე შრებოდა. ნაწილობრივ სველ ასფალტზე საუკეთესო დრო ჰულკენბერგმა დააფიქსირა, თუმცა მალე ყველამ სლიკები დააყენა და პირველი პოზიცია თითქმის ყველა პილოტმა „მოსინჯა“. საბოლოოდ, არავის გაჰკვირვებია, როცა ცხრილის სათავეში „მერსედესის“ პილოტები დამკვიდრდნენ. მაგრამ მათგან ერთს, ნიკო როსბერგს სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს, რადგან მესამე პრაქტიკისას მას ავარია შეემთხვა, რა დროსაც გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა. მისი გამოცვლის გამო კი სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავს.
მის ადგილს ჰულკენბერგი დაიკავებს. მეოთხე დრო სებასტიან ფეტელს ჰქონდა, მაგრამ მასაც კოლოფის გამოცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დასწევენ. ამიტომ, სასტარტო რიგში მესამე ადგილს ბატონი დაიკავებს.
ავსტრიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:07.922
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:08.465
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:09.285
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:09.781
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:09.900
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:09.901
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:09.980
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:10.440
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:11.153
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:11.977
- - - - - - - - - -
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:07.578
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:07.700
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:07.850
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:08.154
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) დროის გარეშე
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:07.941
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:07.965
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:08.026
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:08.409
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:08.418
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:08.446
სასტარტო განლაგება
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული)
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი)
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი)
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო)
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი)
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)







