ფეხბურთი

19:46 | 2.07.2016 | ნანახია 3513 - ჯერ

ალენიჩევმა ანანიძეს გეგმა დაუსახა - 10 გოლი, 10 საგოლე გადაცემა

მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა დიმიტრი ალენიჩევმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს მომავალ სეზონში მიზნად პროდუქტიული თამაში მოსთხოვა. თავად ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი არ მომკვდარა, არც არაფერი ტკივა და მზადაა გუნდს წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს.

"ვფიქრობ, მომავალი სეზონი ჩემთვის გადამწყვეტი იქნება. დიდი ხანი არ მითამაშია, ყველაფერი კარგად მიდის და მინდა მქონდეს ის პერიოდი, როდესაც მატჩზე ბოლომდე კონცენტრირება შემეძლება. ამის შემდეგ კი ჩემთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელის ბოლომდე ნდობა, როგორც ეს "როსტოვში" თამაშისას მოხდა. მაშინ 5 გოლი გავიტანე 10 თუ 11 საგოლე გადაცემა შევასრულე.

ახლა კი მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ვიმედოვნებ ტრავმების პერიოდი დასრულდა და მომდევნო 10 წელიწადში არაფერი პრობლემა მექნება. ალენიჩევმა მითხრა, რომ 10 გოლი უნდა გავიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა შევასრულო. ჩემი აზრით, იგი არ ხუმრობს, ასე რომ, ვცდი." - განუცხადა ანანიძემ "სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდს.

ჯანო ანანიძეს გასული სეზონი ფაქტობრივად გაუცდა. ახალგაზრდა მოთამაშე ბოლო წლების განმავლობაში უმეტესად კლუბის ლაზარეთში იმყოფება ხოლმე. ბოლო ორ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:54 | 04.07.2016
araza-1918 (6330)

5 სექტემბერს დინამოზე ავსტრიას უნდა გაუტანო ან მჭედლოს გაატანინო

11:36 | 03.07.2016
kasho_82 (7249)

თუ ბოლო 15-20 წუთს არა ათამაშებენ კაი იქნება,იმედია უმეტეს ნაწილს ძირითადში დაიწყებს.

06:54 | 03.07.2016
Ginobili.20 (932)

და მოხსნა(rebound) რამდენიო?

21:56 | 02.07.2016
a.reversi (9540)

როგორც თავად ამბობს პირველად ვარ ცხოვრებაში არაფერი რო არ მტკივა და ხელს არ მიშლისო

21:08 | 02.07.2016
რაჭა (10043)

ეს, ისე იმუქრება, იმედების გამართლებას აპირებს.....
წარმატებები და ვისაც ეწყინოს მისი შუბა დავხიე.

20:18 | 02.07.2016
paatabasket (1253)

ეს ალენიჩევი თვითონაც ძაან მაგარი იყო ვისაც ახსოვს და ჯანოსაც კარგად უყურებს და ვნახოთ

19:58 | 02.07.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

дა ათი მოხსნა DDDDD
ამათ ჯანო მგონი რასელ ვესტბრუკი გონიათ DDDDD

12:25 | 03.07.2016
ogafa (10211)

............

01:21 | 03.07.2016
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

20:40 | 02.07.2016
რენე ფერეირა (6798)

0.134487