ჰოლანდიის ნაკრების წევრი გრეგორი ვან დერ ვილი ამიერიდან სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ღირსებას დაიცვას. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ თურქულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი გადაწყვეტილია – ვან დერ ვილი თურქეთში დამდეგ ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. “ფენერს” 28 წლის მცველის დამატებაში თანხა არ გადაუხდია, რადგან იგი თავისუფალი აგენტი გახლდათ.
ვან დერ ვილმა გულშემატკივარს პირველად თავი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დაამახსოვრა, შემდეგ კი “პარი სენ ჟერმენს” მიაშურა, რომელიც ერთი თვის წინ დატოვა. ვან დერ ვილის მიმართ სერიოზულ ინტერესს იტალიური “რომაც” იჩენდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, “ფენერბეჰჩემ” მისი შეძენა უფრო მოინდომა.