დორტმუნდის “ბორუსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი ამიერიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი გერმანული გუნდის ვებგვერდმა და ტვიტერის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურეს. თუმცა, “იუნაიტედი” ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერს გვამცნობს. შესაბამისად, კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.
სომხეთის ნაკრების 27 წლის ლიდერი “დორტმუნდში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გასულ სამ სეზონში “ყვითლებისთვის” მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. მხითარიანი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე “მანჩესტერის” მეორე შენაძენენია – მოგეხსენებათ, გუშინ “წითელმა ეშმაკებმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიფორმეს.