კალათბურთი

0:27 | 2.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსში აზერბაიჯანი 25 ქულით დაამარცხა

საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მყოფი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის 18-წლამდელთა ნაკრები გახლდათ, რომელიც ქართველებმა 25 ქულით გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრებში არ უთამაშიათ სერბული „მეგა ლეკსის“ ცენტრ გოგა ბითაძეს და იტალიური „რიმინის“ ფორვარდ გიორგი ცირიკიძეს. ორივე კალათბურთელს ტრავმა აწუხებს. მიუხედავად ლიდერთა არყოფნისა, ქართველებს აზერბაიჯანელთა ძლევა არ გასჭირვებიათ. ჩვენს ნაკრებს ლუკა ბულაშვილმა 27 ქულით ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ნიკა ლეონიძემ, ხოლო ლევან ბაბილოძემ პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.

“აზერბაიჯანი არაა ძლიერი გუნდი და მიუხედავად გამარჯვებისა, კმაყოფილი ვერ ვიქნები. პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა და შემდეგ აზერბაიჯანელები გვიგებდნენ კიდეც. მეორე ნახევარში მეტოქე კი გავტეხეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების 20 პროცენტიც ვერ გამოავლინა. ნამგზავრები და შესაბამისად, გადაღლილები ვიყავით და მიზეზიც ეს იყო” - გვითხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 2 ივლისს ბელარუსის 18-წლამდელებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩი. მინსკი, ბელარუსი, 1 ივლისი

საქართველო (U-18) – აზერბაიჯანი (U-18) 92:67 (20:19, 19:16, 25:18, 28:14)

www.gbf.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 15.03.2019
araza-1918 (6330)

ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ

16:18 | 14.03.2019
RMA FANS (3925)

ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა

14:26 | 14.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან

0.075882