"უოტფორდის" კაპიტანმა ტროი დინიმ კლუბთან კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის მონაწილემ ოფიციალურად დაადასტურა.
თავდამსხმელს შემოთავაზება "ლესტერისგან", თუმცა ფეხბურთელმა "უოტფორდში" დარჩენა გადაწყვიტა. დინი გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და 253 მატჩში 88 გოლი აქვს გატანილი.