ფეხბურთი

17:09 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტივ მანდანდამ პრემიერლიგას მიაშურა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მარსელის “ოლიმპიკის” აწ უკვე ყოფილი მეკარე სტივ მანდანდა კარიერს ინგლისურ “კრისტალ პალასში” გააგრძელებს. ამის შესახებ ალბიონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 31 წლის მანდანდამ “კრისტალ პალასს” ბედი მომდევნო 3 წლით დაუკავშირა და იგი ინგლისელებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელში, რადგან “მარსელთან” შრომითი ხელშეკრულება გუშინ ამოეწურა.

სტივ მანდანდას კარიერის უმეტესი და საუკეთესო წლები სწორედ “ველოდრომზე” აქვს გატარებული, სადაც 2007 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, ხოლო ბოლო პერიოდში გუნდის კაპიტანიც იყო. სტივი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, მოგეხსენებათ, იგი უგო ლორისის დუბლიორია. მთლიანობაში მას “მამლების” კარი აქამდე 22 მატჩში დაუცავს.

0.110596