კალათბურთი

16:28 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” სიტო ალონსო გაწვრთნის

ესპანური “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად სიტო ალონსო დაინიშნება, ხოლო აიტო რენესესი, რომელიც კატალონიურ გრანდს 1985-2001 წლებში თავკაცობდა, ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე “ბარსას” დამრიგებლის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ლიტველი შარუნას იასიკიავიჩიუსი მოიაზრებოდა, თუმცა, მას ხელი პროცედურულმა პრობლემებმა შეუშალა.

ესპანური ლიგის წესების თანახმად, სპეციალისტს მთავარ მწვრთნელად 2 წელი უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, შარასი კი ამ რანგში მხოლოდ 5 თვე მოღვაწეობდა.

იასიკიავიჩიუსის გარდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეორგიოს ბარცოკასის, ფოტის კაციკარისის, ანდრეა ტრინკიერის და ოკტაი მაჰმუტის კანდიდატურებსაც განიხილავდა.

რაც შეეხება 40 წლის სიტო ალონსოს, ის 2014 წლიდან “ბილბაო ბასკეტში” მუშაობდა, მანამდე კი, ბადალონას “ხუვენტუტს”, “გიპუზკოა ბასკეტს” და ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131088