კალათბურთი

13:18 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატუმმა “შარლოტ ჰორნეტსთან” 120 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

27 წლის ფრანგი კალათბურთელი ნიკოლას ბატუმი, როგორც ჩანს კარიერას “შარლოტ ჰორნეტსში” გააგრძელებს. ბატუმმა თავის “ფეისბუქსი” გვერდზე დაწერა, რომ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია. Yahoo-ს ცნობით, კი ფრანგმა “შარლოტ ჰორნეტსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 120 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

2008-2015 წლებში ბატუმი “პორტლენდის” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში კი ერთწლიანი კონტრაქტი “შარლოტთან” გააფორმა. განვლილ სეზონში ფრანგი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.9 ქულას, 6.1 მოხსნას და 5.8 პასს აკეთებდა.

0.120446