კალათბურთი

23:41 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დარუშაფაკამ” მოერმანიც დაიმატა

მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი კლუბი “დარუშაფაკა”, რომელიც ცნობილმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა ჩაიბარა, გაძლიერებას განაგრძობს.

თურქული კლუბის მორიგი ახალწვეული “ბანვითის” ფრანგი ფორვარდი ადრიენ მოერმანი გახდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გასულ სეზონში 27 წლის მოერმანი საშუალოდ 17.6 ქულას და 10.2 მოხსნას აგროვებდა, რაც თურქეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

0.139106