კალათბურთი

22:43 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკმა” შესაძლოა ნოა დაიმატოს

“ნიუ იორკ ნიქსი” დიდი ალმბათობით ფრანგ ცენტრს ჟოაკიმ ნოას დაიმატებს, აღნიშნულ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და მალე ნოა “ნიუ იორკში” ოფიციალურად გადავა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრი წელიწადში 18 მილიონ დოლარს მიიღებს. ნოა 1 ივლისს ოფიციალურად თავისუფალი აგენტი ხდება.

ფრანგი ცხრა წელი “ჩიკაგოში” თამაშობდა. განვლილ სეზონში ცენტრი გუნდს 4.8 ქულას და 8.8 მოხსნას სძენდა.

შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკმა” რამდენიმე დღის წინ “ჩიკაგოს” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დერეკ როუზი დაიმატა. ასევე ამერიკულ მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია კევინ დურანტის ნიუ იორკულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით.

0.113731