"ზენიტის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ბრაზილიელი ჰალკი შანხაი სიპგ-მ 55.8 (62 მილ. დოლარი) მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. აღნიშნული ტრანსფერი ჩინურმა კლუბმა დაადასტურა და განაცხადა, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბონუსებიც იქნებაო.
მოკლედ, სამხრეთამერიკელმა აზიური რეკორდი დაამყარა. ყველაზე მეტი თანხა ჰალკში აქვთ გადახდილი, ბრაზილიელს მოსდევს ალექს ტეიშეირა, რომელშიც 56 მილიონი დოლარი გადაიხადეს, ხოლო ჯექსონ მარტინესის რანსფერი 47 მილიონი დოლარი დაჯდა.
სამხრეთამერიკელის შემოსავალი წელიწადში 22 მილიონი დოლარი იქნება, მეტი ვიდრე ლუის სუარესი და ნეიმარი გამოიმუშავებენ კატალონიის "ბარსელონაში".