ფეხბურთი

17:28 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიგზმა მოურინიოსთან მუშაობაზე უარი თქვა

რაიან გიგზი 29 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” ტოვებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, 42 წლის უელსელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში შეზღუდული უფლებებით მუშაობაზე უარი თქვა.

გიგზი გასულ სეზონში ლუი ვან გაალის თანაშემწე იყო, მანჩესტერელთა ახალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კი ასისტენტად რუი ფარია მიიყვანა, რომელიც მასთან ერთად “პორტუდან” მოყოლებული ყველა კლუბში მუშაობდა. როგორც ირკვევა, გიგზის წარმომადგენლები ახლა “იუნაიტედთან” კომპენსაციის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, რადგან რაიანს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობის თანახმად, გიგზი შესაძლოა “ნოტინგემ ფორესტს” ჩაუდგეს სათავეში ან ტელეკომპანია ITV-ის საფეხბურთო ექსპერტი გახდეს.

0.115048