კალათბურთი

23:53 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას კემპის დაჯილდოებას სამინისტროსა და ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ

29 ივნისს, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ს საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და ზაზა ფაჩულიასთან ერთად NBA-ს საზაფხულო კემპის მონაწილეები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.

აკადემია კემპს ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. კემპი მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პატრონაჟით ჩატარდა და მასში მონაწილეობა აკადემიის კალათბურთელებმა მიიღეს. საზაფხულო კემპზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან NBA-ს წარმომადგენლები:

ტროი ჯასტისი - NBA-ს მწვრთნელი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი.

კალანა გრინი - WNBA-ს მოთამაშე. “მინესოტა ლინქსის” კალათბურთელი.

ჟარკო ჩაბარკაპა - NBA-ს ყოფილი მოთამაშე. “ფინიქს სანზის” ყოფილი კალათბურთელი.

კემპში ასევე მონაწილეობდნენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები და მოქმედი კალათბურთელები.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.142401