ფეხბურთი

20:29 | 29.06.2016 | ნანახია 646 - ჯერ

“ჯენოამ” ნიჭიერი არგენტინელი გაიფორმა

მარსელის “ოლიმპიკის” იმედისმომცემი შემტევი ლუკას ოკამპოსი ამიერიდან იტალიური “ჯენოას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ლიგურიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 21 წლის ოკამპოსი “ლუიჯი ფერარისზე” დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს, თუმცა ერთი წლის თავზე “ჯენოას” მისი გამოსყიდვა სრულად შეეძლება.

ოკამპოსი არგენტინაში “რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა და 18 წლის ასაკში იგი ფრანგულ “მონაკოში” აღმოჩნდა, სადაც ორი სეზონი დამაჯერებლად გაატარა, ხოლო ორი წლის წინ “მარსელს” შეუერთდა. თუმცა, “ველოდრომზე” მისი კარიერა ისე არ აეწყო, როგორც მოელოდნენ და აგერ ახალი ნავსაყუდელიც იპოვა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:28 | 14.04.2018
lashamax (938)

როგორც ჩანს რონალდომ მესიც მოინელა. მისი კონკურენტი წელს სალაჰია

10:40 | 14.04.2018
gogssi (3755)

ხოო მსოფლიოზე ვნახავთ მაგას

02:42 | 14.04.2018
dinamo222 (8587)

რუსეთში ეხლა დაახლოებით ისეთი სიტუაციაა ომის წინ რომ იყი--როგორ შევაჩეროთ ჰიტლერი ! ეხლა ასე იძახიან --როგორ შევაჩეროთ სალაჰი DDD

01:05 | 14.04.2018
geogreece. (195)

ლივერპულმა ფინალი თუ ითამაშა ოქროს ბურთის ყველაზე რეალური კანდიდატია წელს

23:39 | 13.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

თვითონაც ვერ წარმოიდგენდა ასეთ სეზონს დარწმუნებული ვარ დონე მომო ახლაა მთავარი ახლა იწყება

0.065615
646