ფეხბურთი

18:46 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოლიტო მანჩესტერში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ვიგოს “სელტას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნოლიტო კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს. როგორც კატალონური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება, 29 წლის ფორვარდი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მანჩესტერში გაფრინდა, სადაც კონტრაქტს უახლოეს ხანებში ოფიციალურად გააფორმებს.

“ქალაქელებს” ნოლიტოს შეძენა 17 მილიონი ევრო დაუჯდათ. როგორც ირკვევა, მისი ტრანსფერის უშუალო ინიციატორი “სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ყოფილა, რომელიც თანამემამულე შემტევს ჯერ კიდევ “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდიდან იცნობს.

ნოლიტომ გასულ სეზონში “სელტას” რიგებში 29 თამაში ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო. იგი ევრო 2016-ზე თამაშობდა, თუმცა ესპანეთი ტურნირს უკვე დაემშვიდობა და შესაბამისად, “სიტისთან” კონტრაქტის გაფორმების საშუალებაც ნაადრევად მიეცა. “ფურიე როხას” რიგებში საფრანგეთში ნოლიტომ 4 მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.115013