ათენის “პანათინაიკოსი” მზაადა, ამერიკელ კალათბურთელ მაიკ ჯეიმსს მომავალი სეზონის განმავლობაში მილიონი დოლარი შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი ბოლოს თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაში” თამაშობდა, ამჟამად კი სამშობლოშია და ნბა-ს კლუბებში ფეხის მოკიდებას ცდილობს.
მაიკი უკვე იმყოფებოდა “პორტლენდის” კემპზე, ახლა კი, “ფინიქსს” მიაშურა და ამ გუნდის მაისურით საზაფხულო ლიგაში ითამაშებს, რის შემდეგაც, მისი ნბა-ში დარჩენა-არდარჩენის საკითხი გაირკვევა.
ამერიკელი კალათბურთელის თავის რიგებში შენარჩუნება ბასკურ კლუბსაც სურს და ინტერესს მე-2 ბერძნული გრანდი პირეოსის “ოლიმპიაკოსიც” იჩენს, თუმცა, ყველაზე რეალური “პაოს” ვარიანტია.
ჯეიმსის თემა ქართველი ქომაგისთვის საინტერესო იმითაც გახლავთ, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე გახდეს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალურად აქვს დადასტურებული, რომ ჯეიმსთან აღნიშნულ საკითზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.