ჩოგბურთი

12:02 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეროლაიანი 50-ეულს მიღმა

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი დანიელი ქეროლაინ ვოზნიაცკი 2008 წლის შემდეგ პირველად 50 საუკეთესო ჩოგბურთელს მიღმა აღმოჩნდება.

ვოზნიაცკიმ “უიმბლდონის” პირველ წრეში რუს სვეტლანა კუზნეცოვასთან 5:7, 4:6 წააგო.

ქეროლაინი WTA-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 1 ივლისს გამოქვეყნდება, 50 საუკეთესო ჩოგბურთელში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვოზნიაცკი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი 2010, 2011 და 2012 წლებში გახლდათ.

0.123866